დავიდე ასტორის სიკვდილი ექიმებს დაბრალდათ

დავიდე ასტორის სიკვდილი ექიმებს დაბრალდათფიორენტინას მცველი დავიდე ასტორი 4  მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა ასტორის გულის პრობლემები ადრეც აწუხებდა, მაგრამ ფიორენტინას ექიმებმა ეს პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, ან შეგნებულად დახუჭეს მასზე თვალი.

იტალიის პროკურატურამ შესაძლოა მათ ბრალდებაც წაუყენოს, რადგან ექიმებს შეეძლოთ რომ ასტორის სიკვდილი თავიდან აეცილებინათ. ფიორენტინას ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.