დავით კირკიტაძემ თელავის პოლიციის იზოლატორის გისოსებიდან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

დავით კირკიტაძემ თელავის პოლიციის იზოლატორის გისოსებიდან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადადათო გამაგრდი, შენს გვერდით ვართ, – ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა კახეთის სამხარეო პოლიციაში დაკავებულ დავით კირკიტაძეს, რომელმაც თავის მხრივ დაკავების იზოლატორიდან მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით კირკიტაძემ თელავის პოლიციის იზოლატორის გისოსებიდან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადაადგილზე იმყოფებიან გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით კირკიტაძის დაკავების რეალური საფუძველი არ ჰქონდა და რომ გუშინ თავად შსს არღვევდა კანონს.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბრძოლა იქნება ბოლომდე და დათო კირკიტაძე უახლოეს დღეებში გამოვა გარეთ“.