დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებულიგაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ისინი მის სახლში შესვლას ცდილობენ. როგორც დავით კირკიტაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იგი ადვოკატის მისვლას ელოდება, რის შემდეგაც გეგმავს სამართალდამცველების სახლში შეშვებას.

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველების მისვლას გუშინდელ აქციას უკავშირებს.

„სადარბაზო სავსეა პოლიციელებით. ახლა ვურეკავ ჩემს ადვოკატსაც. ჩემი მეზობლები მზად არიან, რომ შემოვიდნენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი რამე ისეთი ნივთი არ დადონ სახლში. მათგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.ამიტომ მოვემზადები და მომზადებული გავუღებ კარს”- განაცხადა დავით კირკიტაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.