“დედამ იპოვა, სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა”- ნიკა რურუას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია

"დედამ იპოვა, სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა"- ნიკა რურუას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონიაკულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“როგორც ვიცი, დედამ იპოვა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა”- ამბობს ოჯახის ახლობელი.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ის და ნიკა რურუა ერთად ვარჯიშობდნენ და ის ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებდა. გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახის წევრებიც ირწმუნებიან, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.

ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები არიან კულტურის ყოფილი მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის ნათესავები, მეგობრები და თანამებრძოლები.

ისინი გარდაცვლილი ნიკა რურუას ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად და საკუთრი მწუხარების გამოსახატად მიდიან.

ამ დროისთვის პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ნიკა რურუას მეგობრები და თანამებრძოლები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მის პატრიოტიზმსა და სამშობლოსადმი სიყვარულს.

„ნიკუშა დაგვაკლდება ყველას და დააკლდება საქართველოს, ასეთი მოყვარული თავისი სამშობლოსი, ზუსტად იცოდა, რომ მტერს მტერი ჰქვია, მოყვარეს მოყვარე, ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ყოველდღიურად მასთან ურთიერთობა დიდი გაკვეთილი იყო,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობი სწევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ოჯახს საქართველოს პრეზი

ნიკა რურუა 50 წლის იყო.