დიღომში 2 სართულიან მშენებარე სახლში აფეთქება მოხდა – 40 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

დიღომში 2 სართულიან მშენებარე სახლში აფეთქება მოხდა - 40 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულიათბილისში, სოფელი დიღომში, შერმადინის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია მშენებარე ორსართულიანი სახლის კედლები.

ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ექიმმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა, მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში მეორე და მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა აღენიშნება.

„რეანიმაციის განყოფილებაში შემოვიდა 40 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს მეორე და მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა, სასუნთქი გზების თერმო-ინგალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი. ამ დროისთვის პაციენტს უტარდება ინტენსიური ანტიშოკური თერაპია, ვიტალური ფუნქციების მონიტორინგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დამწვრობა კრიტიკულია,“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

აფეთქების შედეგად 4 პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 2  სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა, ორის საავადმყოფოში გადაყვანა კი საჭირო არ გახდა.

ინტერპრესნიუსი