გადაყრილი პირადობის მოწმობები – პროკურატურაში დღეს ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენ

გადაყრილი პირადობის მოწმობები - პროკურატურაში დღეს ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენპროკურატურაში დღეს ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ცინცაძეს, გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

საქმე ეხება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავას, მიერ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პირების პირადობის მოწმობების პოვნას, რომლებიც, მისი თქმით, ერთ-ერთ სარდაფში რამდენიმე ერთად იყო გადაყრილი.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს პირადობები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდებოდა.