გიორგი მარგველაშვილი 3 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი 3 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებასაქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, 3 დეკემბერს შეხვდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.