გიორგი ვაშაძე – “ყვარლისკენაც გადაკეტილია გზა, ნახევარი გზა გავათავისუფლეთ, რაც დაგვრჩა, ამასაც გავივლით და წავალთ”

გიორგი ვაშაძე - "ყვარლისკენაც გადაკეტილია გზა, ნახევარი გზა გავათავისუფლეთ, რაც დაგვრჩა, ამასაც გავივლით და წავალთ"ყვარლისკენაც გადაკეტილია გზა ჩვენი ინფორმაციით, ნახევარი გზა გავათავისუფლეთ, რაც დაგვრჩა ამასაც გავივლით და წავალთ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ოპოზიცია თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს, თუმცა მათ ამის უფლება არ ეძლევათ.

ვაშაძის თქმით, ის, რაც სოფელ ველისციხესთან ხდება, უკანონობაა.

„უკანონობაა, რაც აქ ხდება და რასაც აქ სჩადის საპატრულო პოლიცია „ქართული ოცნების“ დავალებით. ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება იმის, რომ მოვითხოვოთ გზის გათავისუფლება იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება. შესაბამისად, ის, რისი კონსტიტუციური უფლება გვაქვს, იმას ვითხოვთ. საპატრულო პოლიციის უფროსი აბსურდზე საუბრობს, რა შეთავაზება უნდა მიგვეღო, ის უკანონოდ იქცევა. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ უნდა გავიაროთ. ყვარლისკენაც გადაკეტილია ჩვენი ინფორმაციით გზა, ხალხი გავუშვით იქ და იქაც იგივენაირადაა. თითქმის ნახევარი გზა გავათავისუფლეთ, დაგვრჩა ბოლო მონაკვეთი, ამასაც გავათავისუფლებთ და წავალთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ინტერპრესნიუსი