გორში დედამთილმა რძალი ცემა

გორში დედამთილმა რძალი ცემაგორის რაიონული პროკურატურა 38 წლის ქალს ყოფილი დედამთილის ცემაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთი ოჯახის წევრები აღარ არიან, ქალს გირაო ოჯახური ძალადობის მუხლით შეუფარდეს.

ბრალდებულს ადვოკატი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰყავს.

პროკურატურის მტკიცებით „1980 წელს დაბადებული ქალბატონი, გორში, საცხოვრებელ სახლში, ყოფილ დედამთილთან ერთად იმყოფებოდა, ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებზე კამათობდნენ, კამათი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც რძალმა დედამთილს რამდენჯერმე გაარტყა ხელი. შემთხვევა 2018 წლის 6 აგვისტოს გორში მოხდა.“

დღეს გორის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევა, პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ქართლი