გრიგოლ ვაშაძე: “ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ”

გრიგოლ ვაშაძე: "ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ"„არ ვიცი ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ,“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ

ვაშაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ყვარლის გზა თავისუფალია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გზა გადაკეტილია გრემთანაც.

„გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის უფლებასაც მოგვპარავენ და მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კმ/სთ სიჩქარით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაც ბანდერლოგი კუპატაძე. მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება უსაფრთხოების ზომაზე. ჯერ ერთი ვის იცავენ? რას იცავენ? საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? არ ვიცი მე ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.