გურჯაანში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია – აქციის მონაწილეებმა მორიგი ბარიკადის გარღვევა სცადეს

გურჯაანში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - აქციის მონაწილეებმა მორიგი ბარიკადის გარღვევა სცადესოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად გურჯაანის ცენტრში, პოლიციის მორიგი ბარიკადის გარღვევას ცდილობს.

მას შემდეგ რაც მათ შეძლეს, ერთ-ერთი კოლონის გარღვევა და საპატრულო პოლიციის მანქანის გადაყვანა, პოლიციამ მეორე ბარიკადი მოაწყო, სწორედ მის გარღვევას ცდილობენ ამ წუთებში აქციის მონაწილეები.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა.

თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.