ირაკლი ოქრუაშვილი: „გიგა ბოკერია გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით იყო გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე“

ირაკლი ოქრუაშვილი: „გიგა ბოკერია გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით იყო გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე“თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მისამართით წერს და თან ჩერგოლეიშვილის უცნაურ ფოტოს აქვეყნებს.

– ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ ტვ პირველზე ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების ბრალი იყოო. იმ ერთ კაცში მიშას გულისხმობდა.

ღმერთო, ხანდახან რა უკუღმა მოაწყობ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?

გეგონება მაგის ქმარი არ იყო გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით ყველაზე მეტად გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე. ლესელიძეზე რესტორანში “ვილკებს” რომ იყრიდა ჩემთან კამათით ვანო და დათა არაფერშუაში არიანო, – წერს ოქრუაშვილი.