ირაკლი ოქრუაშვილი: „ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“

ირაკლი ოქრუაშვილი: „ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრიაშვილი საპრეზიდენტო არცევნებს აფასებს. ოქრუაშვილმა ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა“

„ეს არჩევანი ჩემთვის იყო ჭაობს, სიბნელესა და ცვლილების მოლოდინს შორის, ასე მივიღე მე გადაწყვეტილება და სხვანაირად არ შემეძლო, რომ დამენახა მე რაიმე სახის პოზიტივი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია კარტოფილი. ჩვენ დღეს მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც არის არჩეული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ, გარკვეული იდეების მატარებელი ადამაინების მიერ და ქურდების, ძველი ბიჭების, პრობაციონერების, ნარკომანების, იმ ადამიანების მიერ, რომელსაც ძალიან უჭირდათ და იძულებულნი იყვნენ კარტოფილი აეღოთ. სააკაშვილის ფაქტორი ასე ადვილად წასაშლელი არ არის, მეთოდებს დახვეწენ, არაფერი დათმობები არ იქნება. ივანიშვილი ხელისუფლებდიან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.