ირმა ინაშვილი – ”ნიკა მელიას ცემას არ ვაპირებდი, ქალი ვარ და კაცზე ხელს არასოდეს ავწევ”

ირმა ინაშვილი - ”ნიკა მელიას ცემას არ ვაპირებდი, ქალი ვარ და კაცზე ხელს არასოდეს ავწევ”საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.

“იმედის” ეთერში აღნიშნულ თემაზე საუბრისას ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას ცემას არ აპირებდა, რადგან ის ქალია და კაცზე არასოდეს აწევს ხელს.

„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება.

ამას ვეუბნებოდი, როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთ-მეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ – განაცხადა ინაშვილმა.

ნიუპოსტი