ისკოს იუვენტუსს უკავშირებენ

ისკოს იუვენტუსს უკავშირებენმადრიდის რეალის ნახევარმცველს ისკო ალკორკონს ბევრ სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ და მათ შორის იუვენტუსის სახელმაც გაიჟღერა. ისკოს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს რეალის მთავარ მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან, ამიტომ ზამთარში ის სავარაუდოდ რეალს დატოვებს.

მის მიმართ აქტიურ დაინტერესებას გამოხატავდა მანჩესტერ სიტი, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ტრანსფერზე საუბარი აღარ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ისკოს რეალიდან წასვლაზე გასულ სეზონშიც იყო საუბარი, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი ჭორები გამოდგა.