იურგენ კლოპი: ”ალისონმა გადაგვარჩინა”

იურგენ კლოპი: ”ალისონმა გადაგვარჩინა”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მისმა გუნდმა ნაპოლისთან გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო რომ არა ალისონი:

”ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბოლო წუთებზე კინაღამ გავუშვით და ყველამ ალისონს უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ ასე არ მოხდა. ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ და შევეცდებით რომ ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება შორს წავიდეთ”–განაცხადა კლოპმა.

ლივერპულმა ნაპოლი 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.