იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებსტურინის იუვენტუსი მზად არის პოლ პოგბა იყიდოს და მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოგბას უკვე დიდიხანია კონფლიქტი აქვს ჟოზე მოურინიოსთან, ამიტომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ის მანჩესტერს დატოვებს. პოგბას სახელს ბარსელონასთანაც აკავშირებდნენ ზაფხულში, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა, რადგან მანჩესტერმა მისი გაშვება არ ისურვა.

ზაფხულში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, თუ პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობები არ დალაგდება, მაშინ მანჩესტერს მოუწევს რომელიმეზე უარის თქმა.