ჯენარო გატუზო: ”მარცხი ჩემი ბრალია და ბოდიშს ვიხდი”

ჯენარო გატუზო: ”მარცხი ჩემი ბრალია და ბოდიშს ვიხდი”მილანის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა რომ ოლიმპიაკოსთან მარცხი და ევროპის ლიგიდან გამოვარდნა მთლიანად მისი ბრალია, თუმცა პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც უნდა დაეკისროთ:

”ძალიან ვწუხვარ რომ ტურნირს გამოვეთიშეთ და ყველა გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, თუმცა ეს მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ რომ ისინი მილანის ღირსებას იცავენ და ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ მოედანზე”–განაცხადა გატუზომ.

მილანმა სტუმრად ოლიმპიაკოსთან 1:3 წააგო.