ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ბუშის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ის ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.