ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასის შტატში დაკრძალეს

ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასის შტატში დაკრძალესტეხასში შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა.

ჯორჯ ბუშ უფროსი მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ეზოში, მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. დახურული ცერემონიალი, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიმართა.

ჰიუსტონიდან ჯორჯ ბუში უფროსის ცხედარი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მატარებლით მიასვენეს.

41-ე პრეზიდენტი უკანასკნელ გზაზე, ლიანდაგის გასწვრივ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააცილა. ჯორჯ ბუშ უფროსი გასულ კვირას, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.