კადიროვის ბიძაშვილმა გროზნოში სასიკვდილო ავარია მოახდინა – დაღუპულია დედა-შვილი

კადიროვის ბიძაშვილმა გროზნოში სასიკვდილო ავარია მოახდინა - დაღუპულია დედა-შვილიჩეჩნეთის მოსახლეობა რამზან კადიროვისგან გროზნოში მომხდარ ავარიაზე რეაგირებას ითხოვს, რომელშიც მისი ბიძაშვილი, შალინსკის რაიონის ხელმძღვანელი ტურპალ-ალი იბრაგიმოვი მონაწილეობდა.
ავარია 4 დეკემბერს ღამით, გროზნოს შესასვლდელში მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლის საჭესთანაც იბრაგიმოვიჩი იჯდა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რა დროსაც ჟიგულის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად „ჟიგულის“ ორი მგზავრი დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, თავად იბრაგიმოვი არ დაშავებულა.

“Кавказ.Реалии”-ის ინფორმაციით იბრაგიმოვის დაცვამ თვითმხილველებს ტელეფონები ჩამოართვა, რომ შემთხვევის ადგილიდან ფოტოები ინტერნეტში არ მოხვედრილიყო. ამასთან მეორე დღეს, ჩინოვნიკის გარემოცვის წევრებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებში მაცხოვრებლებიც შეამოწმეს, რომ მათ რაიმე ვიდეომტკიდებულება არ ქონოდათ.

ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოები ავარიის ფაქტს ადასურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს .

2015 წელს რამზან კადიროვმა მძღოლები, რომლებიც საგზაო წესებს გაცნობიერებულად არღვევენ, ტერორისტებს შეადარა და სასჯელის გამკაცრებაზე ალაპარაკდა. მან პირობა დადო, რომ ყველას დასჯიდა, მათ შორის საკუთარ ნათესავებსაც. 2017 წლის შემოდგომიდან ჩეჩნეთის საგზაო პოლიციას კადიროვის ძმისშვილი იდრის ჩერხიგოვი ხელმძღვანელობს.