კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც მსახიობი სცენაზე თამაშს გარკვეული პერიოდი ვერ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერენ.

“ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ – გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა.
ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.
იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!”, – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

მედიამეილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018