კეილორ ნავასი შესაძლოა რეალიდან წავიდეს

კეილორ ნავასი შესაძლოა რეალიდან წავიდესმადრიდის რეალის მეკარემ კეილორ ნავასმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო რომ მას ერთი თვის მანძილზე რეალის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. ნავასის მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც რეალს სათავეში სანტიაგო სოლარი ჩაუდგა:

”კურტუა მაღალი დონის მეკარეა, მაგრამ ვფიქრობ რომ ხანდახან შანსი მეც უნდა მომეცეს, რადგან ეს დავიმასხურე. ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ამიტომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჩემთვის რთულია”– განაცხადა ნავასმა.

კეილორმა ასევე ისაუბრა იმაზე რომ სეზონის ბოლოს მან შესაძლოა რეალი დატოვოს.