ხანძარი რუსთავში – დაშავდა ჯიხურის დარაჯი

ხანძარი რუსთავში - დაშავდა ჯიხურის დარაჯირუსთავში, მე-17 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,სანიტარის” ავტომომსახურების ჯიხურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დარაჯი დაშავდა. 67 წლის მამაკაცმა ხანძრის შედეგად ხელის მტევნისა და ზურგის არეში დამწვრობა, ასევე კვამლის შედეგად ინტოკსიკაცია მიიღო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ინტერპრესნიუსი