ხმაური სააპელაციო სასამართლოში – ზაზა სარალიძეს მანდატურებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ხმაური სააპელაციო სასამართლოში - ზაზა სარალიძეს მანდატურებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინესხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძეის მამა ზაზა სარალიძე მანდატურებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ზაზა სარალიძის თქმით, ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს, რაც შვილმოკლულმა მამამ გააპროტესტა.

მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის პროკურორს.

ხორავას საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.