კობა ხაბაზი გზის სავალ ნაწილზე დაწვა

კობა ხაბაზი გზის სავალ ნაწილზე დაწვაგაერთიანებული ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე სოფელ ველისციხესთან, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გზა სატვირთო ავტომანქანებითაა გადაკეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი პირი, ვინც სატვირთო ავტომანქანის ბორბლებთანაა დაწოლილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზია.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ძალის გამოყენებით ცდილობს საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის გაგრძელებას, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ საპატრულო პოლიციის მანქანების გაწევა და გზის გაგრძელება სცადა, რის გამოც ჩამსხვრეულია ერთ-ერთი ავტობუსის შუშა, რომელიც შს სამინისტროს ბალანსზეა და აღნიშნული ავტობუსით პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული.