კოკორინი და მამაევი ციხეში 8 თებერვლამდე დარჩებიან

კოკორინი და მამაევი ციხეში 8 თებერვლამდე დარჩებიანალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი 8 თებერვლამდე ციხეში დარჩებიან. მოსკოვის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვალს ამ ორი ფეხბურთელის სასამართლო პროცესი გაიმართება და შეიძლება ისინი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლონ.

კოკორინს და მამაევს ბრალი ხულიგნობაში ედებათ, რადგან მათ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ერთ-ერთ კაფეში რუსი ჩინოვნიკი ცემეს, ხოლო შემდეგ კი რუსული არხის ოერტეს წამყვანის მძღოლს გაუსწორდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ფეხბურთელებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.