კრიშტიანო რონალდო: ”იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა, ვიდრე რეალში”

კრიშტიანო რონალდო: ”იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა, ვიდრე რეალში”პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსი და რეალი შეადარა და თქვა რომ იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა. რონალდოს თქმით იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია, ხოლო რეალი ასეთი არ იყო:

”იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ ყოველდღე ვგრძნობ რომ გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა და ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს პატივს სცემს. რეალშიც ასე იყო, თუმცა იყვნენ მოთამაშეები, ვინც თავს სხვებზე მაღლა აყენებდნენ. ძალიან მიხარია რომ იუვენტუსში ასეთი გარემო დამხვდა”–განაცხადა რონალდომ.