კრიშტიანო რონალდო ესპანეთის სასამართლომ დამნაშავეთ ცნო გადასახადების დამალვაში და 14 იანვარს მას 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდება, რაც იმას ნიშნავს რომ რონალდო ციხეში არ ჩაჯდება.
მიუხედავად ამისა, კრიშტიანო ვალდებულია რომ 14 იანვარს სასამართლოს წინაშე წარდგეს და ასევე თანხა გადაიხადოს. აღსანიშნავია, ის რომ რონალდომ უკვე გადაიხადა 13 მილიონი ევრო და ამით ციხეში ჩაჯდომა თავიდან აიცილა.
თუ პორტუგალიელი კიდევ ერთხელ ჩაიდენს იგივე დანაშაულს, მაშინ მას რეალური სასჯელი ელის.