ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა

ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდაჩიბათის სკოლის პედაგოგი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტებს შორისაა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (GlobalTeacherPrize) 50 ფინალისტს შორის შეირჩა.

BM.GE-ს, USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამიდან განუცხადეს, რომ ლადო აფხაზავა მათი პროგრამის ყოფილი მონაწილეა. პროგრამა, ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სკოლებში და ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში.

სწავლის პარალელურად, ლადო მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის აქტიურად არის ჩართული სკოლის შემდგომი ღონისძიებების, საზაფხულო ბანაკების ორგანიზებასა და თემის პრობლემების მოგვარების საქმეში. მისი ინიციატივით ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა. ის ასევე წარმატებულად უძღვება საკუთარ მეურნეობას სოფელში.

“სწავლების პროცესში ლადო აფხაზავა გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია”, — წერია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებსაიტზე.