ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსი გახდება

ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსი გახდებასალომე ზურაბიშვილი კადრებს აკომპლექტებს. საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება.

ამის შესახებ თავად ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განახცადა. მანვე აღნიშნა რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ თანხმობა უკვე მიიღო ილია მეორისგან.

“ჩემთვის დიდი პატივია, გადავალ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად. წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას, მე მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და გადავიდე, დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ნიუპოსტი