ლევან იზორია – “არ გადავდგები!”

ლევან იზორია - "არ გადავდგები!"საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს.

როგორც ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, ის დღეს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

„მე დღეს გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლევან იზორიას თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.

ნიუპოსტი