მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ციხიდან გამოუშვეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ციხიდან გამოუშვესმარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აბაზოვის მეგობარმა დათო გუსეინოვმა გაავრცელა.

”ჩემი ძმა თავისუფალია” – დაწერა მან.

“ნიუპოსტი” დეტალებს პროკურატურაში აზუსტებს.

თემურ აბაზოვის წინააღმდეგ გამოძიება მარნეულის მკვიდრის მიმართ, ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით მას ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო დაუმძიმდა.

ნიუპოსტი