მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს

მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურსმადრიდის რეალის ხორვატ ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს. მოდრიჩმა რეალს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რაც იმის მანიშნებელია რომ ლუკას რეალში დიდხანს დარჩენა აღარ სურს.

ზაფხულში უკვე იყო საუბრები იმის შესახებ რომ მოდრიჩს ინტერში სურდა გადასვლა, მაგრამ ეს ტრანსფერი რეალმა დაბლოკა. საქმე იქამდეც მივიდა რომ რეალს უნდოდა ინტერისთვის უეფაში ეჩივლა. მოდრიჩი ჯერჯერობით თავის მომავალზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ რომ ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს ოქროს ბურთის მოგება შეძლო.