მცხეთასთან მანქანამ 40 წლის კაცი გაიტანა და მოკლა

მცხეთასთან მანქანამ 40 წლის კაცი გაიტანა და მოკლამცხეთასთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 40 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.