ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალაკახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია “ნიუპოსტს” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს, სადაც ის გარდაიცვალა.

“ასობით ადამიანი მოდის დახმარების სათხოვნელად, ზოგიერთს კონსულტაცია სჭირდება. აღნიშნულ ქალბატონსაც სავარაუდოდ დახმარება სჭირდებოდა, საბუთებით იყო მოსული. დაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ დახმარება ითხოვა, შეუძლოდ ვარო, სკამზე დასვეს და შემდეგ შეამჩნიეს, რომ აღარ სუნთქავდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა”- ამბობს ხაბეიშვილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.