ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი ია უძილაური შეყვარებულია

ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი ია უძილაური შეყვარებულიაბოდიბილდერი ია უძილაური, რომელიც ტელეწამყვან ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლია შეყვარებულია. ის ბოლო ხანებში აქტიურად ტვირთავს სოციალურ ქსელში უცნობ, სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

დრონი.ჯი იას ახალი სიყვარულით დაინტერესდა. ბოდიბილდერმა ჩვენთან საუბარში საყვარელი მამაკაცის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა თქვა რომ ძალიან ბედნიერია.

დრონი.ჯი: როგორც ვიცით შეყვარებული ხარ… რომ მოგვიყვე ახალი სიყვარულის შესახებ და რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?

ია უძილაური: ერთი წელია რაც ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი გახლავართ ორივე. მოდი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ…სხვა არ ვიცი რა მოგიყვეთ.