ნიკა გვარამია გიორგი არველაძის წინააღმდეგ – “შენი სიტყვები ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა”

ნიკა გვარამია გიორგი არველაძის წინააღმდეგ - "შენი სიტყვები ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა"გიორგი არველაძის მიერ საქართველოს ახალგაზრდობის კრიტიკას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ბოდიში შენთან, George Arveladze, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა. საუკეთესო და საამაყო ახალი თაობა გვყავს. ბევრად, ძალიან ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემი და, მაპატიე, შენი ახალგაზრდობა იყო. ბევრგან ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც. უცხოელ და ქართველ ახალგაზრდობასთან შეხება მქონია, მათ შორის, როგორც ლექტორს.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთგან არ ყავთ ასეთი მაგრები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარტაპი ასჯერ უარესი ქონდათ, ვიდრე ნებისმიერ მათ კონკურენტს დასავლეთში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბედნიერება და ნამდვილი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდობა.”