ნიკა გვარამია სააკაშვილს – “თქვენგან განსხვავებით მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩემი ოჯახის წევრებს შეეხნენ”

ნიკა გვარამია სააკაშვილს - "თქვენგან განსხვავებით მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩემი ოჯახის წევრებს შეეხნენ"“ქვეყანა თავზე დაგვენგრა და რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რა გიქნეს და რა გაწყენინეს?!”, – ასე მიმართა “რუსთავი2”-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემის წამყვანსა და რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რასაც ნიკა გვარამიას მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

“მე მიმაჩნია, რომ ხალხს ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება უნდა და ნამდვილად არ მესმის თქვენი ეს პიროვნული საუბრები “მე მიქნეს” და ა.შ.  რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რა გიქნეს, რა გაწყენინეს?! ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მე ძალიან მიკვირს და თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი. რომ ამბობთ, “მე მიქნეს”, “ასე ვუზამ, ისე ვუზამ”, რას ბაქიბუქობთ და რას ლაპარაკობთ?! ქვეყანა დაგვენგრა თავზე, ქვეყანა იკარგება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც გვარამიამ უპასუხა:

“რას ქვია “მე რა მიქნეს” რა მნიშვნელობა აქვს?! მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ თქვენგან განსხვავებით და ჩემს ოჯახის წევრებს შეეხნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ფიზიკურად მეხებიან. მე შვილები მყავს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის ჩემთვის წყალგამყოფი, ჩემს სივრცეში შემოღწევა”, – აღნიშნა გვარამიამ.

პრაიმ ტაიმი