ნიკა გვარამია – “სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი”

ნიკა გვარამია - "სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ხალხია სომხები. უამრავი რამ არის, რისიც უნდა თეთრი შურით გვშურდეს, მაგალითად, მათი შრომისმოყვარეობის და ბიზნეს ალღოსი.

მაგრამ, გინდა 1918 წელი ავიღოთ, გინდა სსრკ-ს დაშლა, სომხეთი ყოველთვის ჩაბმული იყო საქართველოზე, რომელიც სულ მოვლენების ლიდერი ლოკომოტივი იყო. თანამედროვე ისტორიაში პირველად, სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი. ასევე, პირველად ისტორიაში – ბევრად უკეთ ცნობილი და სიმპათიური საერთაშორისო წრეებისთვის.

იმ კატასტროფიულ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, სომხეთი ძალიან მალე გახდება რეგიონალური ლიდერი და იმ ერთადერთ სტატუსსაც დავკარგავთ, რომლითაც სულ თავი მოგვქონდა მინიმუმ ბოლო 2 საუკუნეა.”