ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თბილისში, ზანდუკელის ქ. #21-ში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ცხოვრობდა, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან მისი ნათესავები, მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებიც ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018