ოპოზიციის ავტოკოლონას გომბორის უღელტეხილთან პოლიციამ გზა გადაუკეტა

ოპოზიციის ავტოკოლონას გომბორის უღელტეხილთან პოლიციამ გზა გადაუკეტაოპოზიციის კოლონას გომბორის უღელტეხილთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეთა. სამართალდამცველები თქმით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებას უფლებას დღეს მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ.

„არ მოძრაობს არავინ, ცოტა ხანი შეფერხებაა. არავინ არ გადაადგილდება. არ მიდის არცერთი მანქანა,“ – ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

გზებზე დაწესებულ შეზღუდვას ოპოზიციის ლიდერების პროტესტი მოჰყვა. ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციამ ოპოზიციას გზა მაინც არ გაუხსნა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა საპროტესტო აქცია თელავში არ გაიმართოს.

„ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ახლა ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში, მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს,“ – აღნიშნა კირკიტაძემ.

ავტომობილების კოლონამ ამ წუთებში თელავისკენ გააგრძელა გზა, თუმცა არა გომბორის უღელტეხილის, არამედ გურჯაანის გავლით.

რუსთავი 2