ორთაჭალაში მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა

ორთაჭალაში მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში – სატვირთო მანქანას მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გაჩერებულ სადისტრიბუციო ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა.

​მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

რუსთავი 2