ოთარ კახიძე – ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია

ოთარ კახიძე - ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლიაეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების მიმართ და განცხადების გაკეთება კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდა, რისი შესაძლებლობაც მას ეკა ბესელიამ არ მისცა.

„წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. როდესაც პოლიტიკოსს პარლამენტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევა, სწორედ ეს ახდენს შემდგომში პროცესების რადიკალიზაციას“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.

ვიდრე კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდა, მან ფრაქციის სახელით ახალი რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის მოთხოვნა დააყენა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნა რეგლამენტის შესაბამისად უწყებას გადაეგზავნება.