პარიზში 500 დემონსტრანტი დააკავეს


პარიზში ქუჩებში არეულობა და შეტაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ, ელისეს სასახლის მიმართულებით მსვლელობის დაწყება სცადეს, თუმცა მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქუჩა. მხოლოდ დედაქალაქში 8 ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული, პარიზის ცენტრში დგას ჯავშანმანქანებიც.

სამართალდამცველები მომიტინგეების შეჩერებას ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით ცდილობენ. დაკავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 500-ს აჭარბებს. პოლიციელები ამოწმებენ დემონსტრანტების ჩანთებს და ყველა საეჭვო ნივთს ართმევენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 ათასი ადამიანი მონაწილეობს, წესრიგს კი 90 ათასამდე პოლიციელი იცავს.

არეულობის გამო პარიზში დაკეტილია მუზეუმები და სხვა ტურისტული ადგილები, მათ შორის ეიფელის კოშკი და ლუვრი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018