პარიზში არეულობისას საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა

პარიზში არეულობისას საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვაპარიზში არეულობის დროს საქართველო საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი თქმით, საპროტესტო აქციის დროს არეულობა იმ ქუჩაზეც დაიწყო, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა მდებარეობს.

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი უკვე 400-ს აღწევს. პარიზში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მეტროსადგურებთან პოლიცია პატრულირებს. საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.

საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები პარიზში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაშავდა სულ მცირე 133 ადამიანი. არეულობის მონაწილეებმა დააზიანეს ტრიუმფალური თაღიც. მომიტინგეებმა დაწვეს რამდენიმე ავტომობილი.