“მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა” – ირმა ინაშვილი ნიკა მელიას საცემრად გაექაჩა – ვიდეო

"მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილი ნიკა მელიას საცემრად გაექაჩა - ვიდეოსაკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

ვითარება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიძაბა.

“ერთხელ ჩხუბი სჯობს მგონია, მართლა უნდა დაგილეწოთ თავები ყველას, ეს მართლა კრიმინალები”, – მიმართა ირმა ინაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას.

"მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილი ნიკა მელიას საცემრად გაექაჩა - ვიდეოკამათი ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის მოხდა.

“ცირკი დაიწყო თქვენმა კოლეგამ ნიკა მელიამ. მოგვიწყვეს კლოუნადა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასე ხვდებიან ისინი სკაუთარ მარცხს, ამ კლოუნადით შეხვდა ნიკა მელია ნაცმოძრაობის მწარე დამარცხებას, რასაც ჩვენ ვპირდებოდით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან “ქართული ოცნების” დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.  პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.