ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვესნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი, სათავსო და ოთხი მანქანა დაუწვეს. პოლიციამ ბრალდებულის ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სოფელ ფოკაში, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, დაახლოებით, 300–მდე კაცმა, მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაწვეს ბრალდებულის ოთხი მანქანა. მათ სცადეს ბრალდებულის ძმის სახლის დაწვაც, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება–განადგურებას გულისხმობს.

სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოკლეს. დამნაშავე შსს-მ მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

იმედინიუსი