პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. აღნიშნული მაჩვენებელი არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მილიონი ლარი იქნება.

ასევე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა და ეს მაჩვენებელი 140-ის ნაცვლად 60 იქნება. პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში არჩევნებიდან 2 დღეში, 30 ნოემბერს აისახა.

ნიუპოსტი