ყაჩაღობა ვარკეთილში – ვისოლის სადგურიდან 100 ლარი გაიტაცეს

ყაჩაღობა ვარკეთილში - ვისოლის სადგურიდან 100 ლარი გაიტაცესვარკეთილში ყაჩაღობა მოხდა. გვიან ღამით სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურიდან თავდამსხმელებმა ასი ლარი წაიღეს.

უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები შეიარაღებულები.

ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.